logo_geo
პაატა კვიჟინაძე: სახელმწიფო ვალუტა ნორმაშია
- +

3 ნოემბერი. 2017. 22:40



საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ბიუჯეტი შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან და არის ერთ-ერთი საუკეთესო ამ წლების განმავლობაში. მისი თქმით, სახელმწიფო ვალუტა ნორმაშია. ამის შესახებ კვიჟინაძემ გადაცემაში „ცენზურის გარეშე" განაცხადა. ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით, კვიჟინაძე აცხადებს, რომ პრემია დანამატები განახევრებულია, რომელიც ყოველწლიურად 3-4 %-ით დაიკლებს.


„ბიუჯეტს აქვს თავისი პარამეტრები და ამ პარამეტრების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, სურვილი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი თანხები ჩაიდოს როგორც სოციალური მიმართულებით, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ეს პარამეტრები დავარღვიოთ, რომელიც სავალუტო ფონდთან არის შეთანხმებული და არის ერთ-ერთი საუკეთესო მთელი ამ წლების განმავლობაში. ბიუჯეტის დეფიციტი არის 3 %, რომელიც არასდროს არ ყოფილა, ასევე ინფლაცია იგეგმება 3 %-ზე და ეს ყველაფერი შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან. ასევე არის რეზერვები 3 მლნ 200 ლარზე და ამდენი არასდროს არ ყოფილა. ნორმაშია სახელმწიფო ვალუტა. გაქვს ასევე, 4.5 % ეკონომიკური ზრდა დაგეგმილი.

 

პრემია-დანამატები 2011 წელს იყო 40 %, დღეს კი 78 მლნ ანუ განახევრებული არის პროცენტულად 22%-ია. მთავრობას აქვს გეგმა, რათა  ყოველწლიურად მოიკლოს მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით 3-4%-ით", - განაცხადა კვიჟინაძემ.


 

big_banner
არქივი