logo_geo
დავით კუხალაშვილი: ხელოვნური ხანძრების ინსპირირება საბოტაჟის მიზნით ჩვეულებრივი მოვლენაა
- +

4 ნოემბერი. 2017. 11:16



ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის დირექტორის დავით კუხალაშვილის განცხადებით, ხანძრები, რომელიც ძირითადად, ტურისტულ ადგილებში გაჩნდა, შეიძლებოდა ტურისტული სეზონის ჩაგდებისკენაც ყოფილიყო მიმართული.

 

„ამ ზაფხულს ხანძრების დროს ერთ-ერთ ვერსიად დრონით ხანძრების გაჩენა განიხილებოდა. ამის გამოსავლენად კოორდინირებულად უნდა ემუშავათ კონტრდაზვერვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამსახურებს. ხელოვნური ხანძრების ინსპირირება საბოტაჟის მიზნით ჩვეულებრივი მოვლენაა. ამას იყენებენ მოსახლეობაში შიშის დასათესად და იმისთვის, რომ გამოჩნდეს სახელმწიფო სპეცსამსახურების უუნარობა. ხანძრები, ძირითადად, ტურისტულ ადგილებში გაჩნდა და ეს შეიძლებოდა ტურისტული სეზონის ჩაგდებისკენაც ყოფილიყო მიმართული.

 

უშიშროების სამინისტროსა და შს სამინისტროს გაერთიანებამ მოარყია ოპერატიული სისტემა. არადა, აუცილებელია ჯვარედინი ინფორმაციის ფლობა. ერთი უწყება შეიძლება იძლეოდეს არასწორ ინფორმაციას, მეორე უწყების მიერ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებამ კი უნდა გამორიცხოს ცენტრალური ხელისუფლების შეცდომაში შეყვანა", - აცხადებს კუხალაშვილი „კვირის პალიტრასთან" საუბრისას.

 








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი