logo_geo
ნანა კაკაბაძე: ამ კრიტერიუმების არცერთ ჩამონათვალს მერაბიშვილის საქმე არ აკმაყოფილებს
- +

4 ნოემბერი. 2017. 12:02



არის თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, საქართველოს ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი? - უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივ განმარტებას ტელეკომპანია „პირველის" გადაცემაში „დღის ამბები" აკეთებს.

 

„2012 წლის 3 ოქტომბერს საპარლამენტო ასამბლეის მიერ იქნა განსაზღვრული კრიტერიუმები, რის საფუძველზე შეიძლება პირი იყოს ცნობილი პოლიტპატიმრად. ამ კრიტერიუმების არცერთ ჩამონათვალს ვანო მერაბიშვილის საქმე არ აკმაყოფილებს. მისი პოლიტპატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული არა ევროპული სასამართლოს მიერ, არამედ ეროვნულ სტრუქტურებში, ანუ აქ. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს უნდა იყოს აქაური სასამართლო, ანუ ეროვნულ ნიადაგზე და ამას არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. იმ შემთხვევაშიც კი, რომელი შემთხვევაც ჩვენ შეიძლება გავიხსენოთ, ეს სულხან მოლაშვილის საქმე, სადაც მე-14 მუხლით იყო ხელისუფლება დადანაშაულებული სულხან მოლაშვილის საქმესთან მიმართებაში, საუბარია იმაზე, რომ სულხან მოლაშვილის პატიმრობა იყო განპირობებული მისი პოლიტიკური დისკრიმინაციის მიზნით და სხვა არაფრით, ეს მე-14 მუხლია სწორედ, რომელიც პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაზე საუბრობს, რელიგიური, კანის ფერის, რწმენისა და ა.შ... მათ შორის ის საუბრობს პოლიტიკური ნიშნით, სასამართლომ მხოლოდ და მხოლოდ ის თქვა, რომ მისი პატიმრობა განპირობებული იყო პოლიტიკური ნიშნით, და მხოლოდ ეროვნულ დონეზე შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ის ეცნოთ პოლიტპატიმრად. სულხანი თავის ყოველ გამოსვლაში, სწორედ ამაზე აპელირებდა, რომ ევროსასამართლომ მისი დაპატიმრება, მისთვის სასჯელის მისჯა სცნო მე-14 მუხლით, სადაც საუბარი იყო მის პოლიტიკურ დისკრიმინაციაზე", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.








 

big_banner
არქივი