თბილისის მერი დავით ნარმანია „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ახალარჩეული მერის კახა კალაძის მიერ მერიაში ცვლილებების დაანონსებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეორგანიზაცია საჭირო იქნება ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, ამით სტრუქტურა კიდევ უფრო მოქნილი გახდება.
„სტრუქტურა კიდევ საჭიროებს რეორგანიზაციას. როცა ახალი გუნდი მოდის, მას აქვს ახალი ხედვა. რეორგანიზაცია საჭირო იქნება ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, ამით სტრუქტურა კიდევ უფრო მოქნილი გახდება", - აცხადებს დავით ნარმანია.