logo_geo
ტრისტან წითელაშვილი: სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება გადაწყვეტილია
- +

4 ნოემბერი. 2017. 15:51

 

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე „ახალ თაობას" ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრა. მისი განმარტებით, სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი უკვე გადაწყვეტილია.


„სააკაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოში მის ექსტრადირებას აპირებს. ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ის სიმართლეს ამბობს.

 

28 ოქტომბერს ვესაუბრე ჩემს უკრაინელ კოლეგებს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტები აქვთ თავიანთ ხელისუფლებასთან. მათ მითხრეს, რომ სააკაშვილის ექსტრადირება გადაწყვეტილია და ახლა მიმდინარეობს დოკუმენტაციის შეგროვება, რომელიც მისი დაკავების საფუძველი გახდება", - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

 









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი