logo_geo
„სააკაშვილმა ქართველი ხალხის ძარცვით, ელიტური კორუფციითა და ბიზნესიდან ე.წ. ატკატებით მილიარდები იშოვა“
- +

4 ნოემბერი. 2017. 19:26



გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა მიხეილ სააკაშვილის მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენების შესაძლებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება სისუსტეს გამოიჩენს, სააკაშვილი აუცილებლად წავა ძალადობრივ სცენარზე.


„მას დიდი ფული აქვს, რადგან ქართველი ხალხის ძარცვით, ელიტური კორუფციითა და ბიზნესიდან ე.წ. ატკატებით მილიარდები იშოვა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი საქართველოში შეიარაღებული გადატრიალების მოწყობაზეც არ დაიხევს უკან. აკი, 2003 წლის „ვარდების რევოლუციაც" შეიარაღებული გადატრიალება იყო, უბრალოდ, ტყვიის გავარდნამდე არ მივიდა საქმე.

 

ჩვენ მაშინ უტყუარი ინფორმაცია გვქონდა, რომ პარლამენტის სიახლოვეს, ჩიტაძის ქუჩაზე, ე.წ. სოცდეკების ოფისში 600-მდე შეიარაღებული ადამიანი ჰყავდა დაბანაკებული და 200-200 კაცი ყოველ ღამე მორიგეობდა. გარდა ამისა, საკუთარი თვალით ვნახე, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც პარლამენტში სააკაშვილთან ერთად შემოიჭრნენ, ძალიან ბევრი იყო შეიარაღებული", - აცხადებს ირაკლი გოგავა.


ირაკლი გოგავა „ნაცდეპუტატ" კობა ნაყოფიას ბორისპოლის აეროპორტში დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა.

 

„კობა ნაყოფია სააკაშვილის მოლარე რომ იყო, ეს ყველამ კარგად იცის. სააკაშვილი მას ხან აგვისტოს ომზე ფილმის გადაღებას აფინანსებინებდა, ხან - შერონ სტოუნის ჩამოყვანას და ხან კიდე რას. ისიც გვახსოვს, რომ სააკაშვილმა ნაყოფია რუსეთიდან ჩამოიყვანა და საქართველოში ოქროს მოპოვება ჩააბარა, საიდანაც თვითონ სააკაშვილს მნიშვნელოვანი წილი მისდიოდა. ამის შესახებ უკრაინელებსაც აქვთ ინფორმაცია და ამიტომაც არ შეუშვეს ნაყოფია კიევში.

 

და კიდევ: უკრაინელებს უკვე აქვთ ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ჟენევაში შედგა მოლაპარაკება ოლიგარქ იგორ კოლომოისკისა და სააკაშვილს შორის, რის შედეგადაც კოლომოისკის მიერ დაფინანსებული ბატალიონის - „დონბასის" 30-მდე შეიარაღებული მებრძოლი სააკაშვილს უდგას გვერდით", - განაცხადა ირაკლი გოგავამ. 










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი