logo_geo
მეგის ქარდავა სამეგრელოში საიდუმლო ობიექტების შესახებ ალაპარაკდა
- +

6 ნოემბერი. 2017. 16:18



თავდაცვისა და შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეგის ქარდავამ დაკავებამდე „აფხაზეთის ხმასთან" მიცემულ ინტერვიუში  სამეგრელოში არსებული საიდუმლო ობიექტების შესახებ ისაუბრა.


ჟურნალისტის კითხვას - არსებობდა თუ არა სამეგრელოში მეგის ქარდავას მუშაობის დროს სამართალდამცველთა რაღაც ჯგუფი, რომელიც ადამიანებს აწამებდა და დაკითხვის პროცესს კამერაზე იღებდა, მეგის ქარდავამ უპასუხა.


„სამეგრელოში სამალავები კი არა, არსებობდა საიდუმლო ობიექტები და თავდაცვითი ზღუდეები, რომლის საშუალებით შესაძლებელი იყო რუსული აგრესიის შეკავება და მასთან გამკლავება, ეს ობიექტები არანაირად არ წარმოადგენდა ჩემს საკუთრებას, ის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით გამოიყენებოდა. სამეგრელოში არსებობდა ძალზე ეფექტური სამართალდამცველების დანაყოფი, რომლებიც პირნათლად და ღირსეულად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, სწორედ მათი დამსახურება იყო ის, რომ შეძლეს იდეალური წესრიგის დამყარება არა მხოლოდ სამეგრელო -ზემო სვანეთის ტერიტორიაზე, არამედ ოკუპირებულ გალის და მისი სოფლების ტერიტორიაზეც, სწორედ მათი თავდადების შედეგად გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა არაერთი ტერორისტული აქტი. სწორედ ამიტომ კვლავ რუსეთის სპეცსამსახურების სამიზნე გავხდით", - განაცხადა ქარდავამ.







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი