logo_geo
ლია მუხაშავრია: თუ ქარდავას თავის გადარჩენა სურს, ის „ოქროს მოწმედ“ უნდა იქცეს
- +

7 ნოემბერი. 2017. 16:35



უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მეგის ქარდავას საქართველოში აუცილებლად ჩამოიყვანენ.

 

„ორივე ქვეყნის ხელისუფლებას მეგის ქარდავა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას მყარი არგუმენტები და დასაბუთება უნდა, თანაც ისეთი „ოქროს მოწმისგან", როგორიც მეგის ქარდავაა. ჩემი აზრით, მისი დაკავება ამიტომაც გადაწყდა სწორედ ახლა. მეც მქონდა ინფორმაცია, რომ ქარდავა ბოლო წლებში უკრაინას აფარებდა თავს და თუ უკრაინის ხელისუფლებას მისი დაკავება სურდა, აქამდეც მოახერხებდა. მეგის ქარდავა ბოლო კოზირია ორივე ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რომ სააკაშვილისკენ მიმავალი გზა გაიკვლიონ. მან ძალიან ბევრი რამ იცის - ქარდავას საქართველოში აუცილებლად ჩამოიყვანენ. შესაძლოა, პროცედურა რამდენიმე თვე გაგრძელდეს, თუმცა, ვისაც პოლიტიკური ანალიზი შეუძლია, დამეთანხმება, რომ სწორედ ქარდავას ჩამოყვანა იქნება ამ პროცესის ლოგიკური დასასრული.

 

ქარდავას ქართული მართლმსაჯულებისთვის გადაბარების შემდეგ დაიწყება სხვა მაღალჩინოსნების, მათ შორის - სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების პროცესი. ისინი უკრაინის ხელისუფლების თავის ტკივილად იქცნენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ე.წ. ქართველი რეფორმატორები საქართველოში დააბრუნონ. თუ ქარდავას თავის გადარჩენა სურს, ის „ოქროს მოწმედ" უნდა იქცეს. მთავარი ჯალათი მოაღებს პირს, თუ მანამდე არ გააგორეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ქარდავა ყველაზე ბნელი საქმეების ორგანიზატორი და შემსრულებელი იყო - ის ფიგურირებს ე.წ. ფარული ჩანაწერების, სერგო თეთრაძის წამების, ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის საქმეებში, როდესაც მაშინდელი პირველი პირებისგან უნდა მიეღო ბრძანება. არ გამოვრიცხავ, დაკავება თვითონ მეგის ქარდავას ინტერესებსაც შეესაბამებოდეს - იმდენად ბევრ ადამიანზე აქვს კომპრომატები, მისი მოშორება შეიძლება უამრავ ჯგუფს სურდეს. მათ შორის არც სააკაშვილი უნდა გამოვრიცხოთ", - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი