logo_geo
ვახტანგ მაისაია: ქარდავას სააკაშვილის უახლოესი გარემოცვა მალავდა
- +

8 ნოემბერი. 2017. 10:49


ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ მეგის ქარდავას დაპატიმრების საკითხზე საუბრისას „ახალ თაობასთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი პატიმრობის პერიოდშიც ჰქონდა ადგილი წამებასა და რეპრესიებს.

 

„ჩემს მიმართ მუშაობდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ვანო მერაბიშვილის დავალებით მოქმედებდა. ისინი არიან პასუხისმგებელი ჩემ მიმართ განხორციელებულ რეპრესიებსა და ციხეში წამებაზე.

 

მეგის ქარდავა არ იყო რიგითი თანამშრომელი. ის იყო სამხედრო პოლიციის შეფი და, როგორც შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, სააკაშვილი მეგის ქარდავას ყველა ვარიანტში იცნობდა, რადგან ის იკავებდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს სისტემაში. ის იყო მესამე-მეოთხე რიგის მაღალი თანამდებობის პირი. მეგის ქარდავა უკრაინაში იმალებოდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ქარდავას სააკაშვილის უახლოესი გარემოცვა მალავდა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი