logo_geo
მარინა მოლოდინი: ბოკერიამ ჟვანიას საქმის წინ წამოწევით, სააკაშვილი შეაშინა
- +

13 დეკემბერი. 2016. 18:06


 



ყოფილი პარლამენტარი მარინა მოლოდინი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც თავად ამბობს, შესაძლოა, ეს საკითხი გიგა ბოკერიამ წამოჭრა, რომელსაც პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება „ნაციონალური მოძრაობის" სახელით უნდა და ჟვანიას საქმით მიხეილ სააკაშვილის შეშინებას ცდილობს.

 

 

„ეს დღეები წესიერად არ მძინებია. სულ ვფიქრობ, რაში დასჭირდათ ახლა ზურაბ ჟვანიას თემის წამოტივტივება-მეთქი და ერთ დასკვნამდე მივედი. „ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილებაა - სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" არ თმობს, ბოკერიას ფრთას კი ამ პარტიის სახელით უნდა პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება. არ არის გამორიცხული, ეს თემა ბოკერიამ შემოაგდო. ჟვანიას საქმის წინ წამოწევით, სააკაშვილი შეაშინა და გააფრთხილა. აქამდე ოჯახს აშანტაჟებდნენ, დღეს უკვე ამ თემით მიშას დაშანტაჟებას ცდილობენ!" - აცხადებს მარინა მოლოდინი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი