logo_geo
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოკლა“ - ხათუნა ხოფერიას განცხადება
- +

13 დეკემბერი. 2016. 18:19


 


პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბარში ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე საუბარი „ნაციონალურმა მოძრაობამ" წამოიწყო, რომელმაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოკლა. მისივე თქმით,  პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ჟვანიას საქმე და დადოს დასკვნა.


„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე საუბარი არც მის მეგობრებს დაუწყიათ და არც ოჯახის წევრებს, ჭიქაში ქარიშხალი კრიმინალურ-პილიტიკურმა დაჯგუფებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ატეხა, რომელმაც ბევრ სხვა ადამიანთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოკლა. ამ თემას შემთხვევით არ წამოსწევდნენ, როგორც ჩანს, ძალიან დიდი რაღაც იმალება. სად გინახავთ, კმაყოფილი ადამიანი ისევ თავის მართლების რეჟიმში იდგეს და დეტალებს უღრმავდებოდეს?!

 

ამ სიბინძურეებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაეცეს პასუხი. პროკურატურას არავინ არ აძალებს, ან ისე მოიქეცი, ან ასეო, კეთილი ინებოს და დახუროს ზურაბ ჟვანიას საქმე, დადოს დასკვნა! დანარჩენს, ჩვენს მკვდარს, ჩვენ თვითონ მივხედავთ!" - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი