logo_geo
ელენე თევდორაძე: კობა ხარშილაძე არის „ამორალნი უროდ“
- +

13 დეკემბერი. 2016. 18:42


 

 


შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით საუბრობს.


„მართალი გითხრათ, „რუსთავი 2"-ს არ ვუყურებ, ძალიან იშვიათად. როდესაც ანონსი ვნახე, სურვილიც არ გამჩენია, მომესმინა. ვიცოდი, რომ მოწვეული სტუმრები ზურაბ ჟვანიას საქმეზე კარგს არაფერს იტყოდნენ. არ ვიცი, როგორ გამოვთქვა ქართულად, ამიტომ რუსულად ვიტყვი, კობა ხარშილაძე არის „ამორალნი უროდ". მის ნათქვამზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. არის რაღაც ტაბუდადებული თემები და ისე უნდა წახვიდე ამქვეყნიდან, რომ ეს არ დაარღვიო", - განაცხადა ელენე თევდორაძემ.


როგორც თევდორაძე ამბობს, კითხვები ჩნდება ექსპერტ ლევან სამხარაულის გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც და ხაზს უსვამს, რომ მას არ სჯერა, რომ ჟვანიას სიკვდილი გაზით მოწამვლამ გამოიწვია.

 

„ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. მათ შორის დღემდე არ არის ამომწურავი პასუხი ლევან სამხარაულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაჩუასთან ერთად ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზას ესწრებოდა. ეს ახალგაზრდა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მოულოდნელად პრეზიდენტის რეზიდენციაში გადმოიყვანეს და იმ განყოფილებაში დაიწყო მუშაობა, რომელიც შეწყალების კომისიისთვის საქმეებს ამზადებდა. დაახლოებით ორი კვირა იმუშავა. ერთხელ ვკითხე, მისი რეზიდენციაში დასაქმება იყო თუ არა დაწინაურება? მიპასუხა, რომ ეს მისი საქმე არ არის. იმავე დღეებში გავიგეთ, რომ თავი მოიკლა. აღმოჩნდა, რომ ვინც მოკლა, იმანაც თავი მოიკლა. ვკითხულობ, - რატომ მოხდა ამ ბიჭის ასე სწრაფად გადაყვანა პრეზიდენტის რეზიდენციაში?! საინტერესოა, ეს ეპიზოდი არის თუ არა შესწავლილი პროკურატურის მიერ?! პირადად მე, დღესაც არ მჯერა, რომ ზურაბ ჟვანია გაზით გაიგუდა, მაგრამ, მინდა, რომ ეს კომპეტენტურმა ორგანოებმა დაამტკიცონ!" - განაცხადა ელენე თევდორაძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი