logo_geo
სოსო ცინცაძე: მერაბიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელსაც პარტიისთვის ხმების მოტანა შეუძლია
- +

9 ნოემბერი. 2017. 10:38



რომელ პარტიას მოუტანს სარგებელს მერაბიშვილი, თუკი ვადაზე ადრე გათავისუფლდება და პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს, - ამ თემაზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობას" ესაუბრა.

 

„თუ საჯარო სახემ, ე.წ. ლიდერმა პარტიას უნდა მოუტანოს გამარჯვება, ამ შემთხვევაში ასეთ ლიდერთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე, მაგრამ, თუ კულუარული პოლიტიკა უნდა აწარმოოს მან, არ გამოჩნდეს და სადღაც შავი სამუშაოები აკეთოს, მაშინ შეიძლება, რაღაც მოუტანოს პარტიას. არ მგონია, რომ ასიათასობით ხმები მოუტანა უგულავამ „ევროპულ საქართველოს", ასევე არ მგონია, რომ მერაბიშვილმა რამე გარდატეხა მოახდინოს ამ პარტიის წინსვლის საქმეში, გაძლიერების საქმეში. მერაბიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელსაც რომელიმე პარტიისთვის ხმების მოტანა შეუძლია", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი