logo_geo
ეკა კვალიაშვილი: აბსოლუტურად ყველაფერი გავყიდე იმისთვის, რომ...
- +

9 ნოემბერი. 2017. 15:18


 

რატომ შეექმნა მატერიალური პრობლემები, როგორ მოატყუა ყოფილმა კოლეგამ საბერძნეთში, - ამის შესახებ მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა.


არ მინდა, ჩემი პრობლემები ვინმეს თავზე მოვახვიო. როგორ გითხრათ, ეს პრობლემა დიდი ხანია დგას ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ამჯერად გაცილებით მძაფრად... ეს ყველაფერი ერთი თაღლითი ადამიანის ბრალია. საკუთარ თავს ვცემ პატივს და მის გვარს არ დავასახელებ. მოკლედ, ათენში მიმიწვია ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში საბერძნეთში მოღვაწეობს, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ და თბილისშიც აკეთებდა მანამდე კონცერტებს. დაგეგმილი იყო ჩემი კონცერტი ათენში. დამპირდა სტუდიის გაკეთებას, სადაც მეყოლებოდა მოსწავლეები და მექნებოდა ანაზღაურება. რომ გადავთვალე, ვიფიქრე, რომ ბოლოს და ბოლოს მეღირსებოდა სახლი. ჩავაბარე ჩემი დაგირავებული ბინა და თანხა მშენებარეში შევიტანე. არცერთი დაპირება არ შესრულდა. კონცერტი ჩავატარე, ამ ადამიანმა ყველაფერში გადამაგდო. არც კონცერტის თანხა, არც სტუდია, არც ბავშვები. სანამ წავიდოდი, ყოველდღე ვურეკავდი და ვეუბნებოდი, მამუკა, მე ყველაფერს ვყიდი, ბინას ვაბარებ, ხომ არაფერი შეიცვლება, არ დამაღალატო-მეთქი. აბსოლუტურად ყველაფერი გავყიდე იმისთვის, რომ წავსულიყავი და თანხა მშენებარე ბინაში შემეტანა. მას მერე, რაც მე მოვეწყობოდი და დავლაგდებოდი, ნუკასაც ჩავიყვანდი. მაგრამ არცერთი პირობა არ შესრულდა...

 

კონცერტი რომ ჩავატარე, ჰონორარს ველოდებოდი. ამ დროს დედა გარდამეცვალა. ანგარიშზე პატარა თანხა მქონდა, რომელიც თბილისში გამოვაგზავნე ჩემს ძმასთან, რომ დედასთვის მიეხედა. არ ავადმყოფობდა დედა, ამ ამბავს არ ველოდი. ველოდებოდი ჰონორარს, რომ ბილეთიც ამეღო და ჩამოვსულიყავი... ვერ ჩამოვედი, დედის დაკრძალვაზე ვერ ჩამოვედი... იქ ჩემი კოლეგა იყო, მას ჩემს კოლეგად აღარც ვთვლი. რომელ დახმარებაზეა ლაპარაკი, არც მომისამძიმრა. ჩვენს ოჯახში გაიზარდა, დედაჩემს ძალიან კარგად იცნობდა. ჩემს ჰონორარს ვთხოვდი მამუკას, რომ დედის დაკრძალვაზე ჩამოვსულიყავი. ბოლოს იცით, რა მითხრა? არაფერზე არ მოგლაპარაკებივარო... გამოვიდა, რომ სულელი ვიყავი, ყველაფერი რომ გავყიდე და წავედი", - აღნიშნა ეკა კვალიაშვილმა.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი