logo_geo
აქვს თუ არა კავშირი სააკაშვილის ბიძას ჟვანიას საქმესთან?
- +

13 დეკემბერი. 2016. 19:05


 


ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ჟვანიას საქმესთან სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას შესაძლო კავშირზე საუბრობს. მისი თქმით, თემურ ალასანიას მხიდან მუქარებს ჰქონდა ადგილი.


„ალასანია უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა, თუმცა, სტატუსი არ ჰქონდა. მისი მხრიდან იყო მუქარები. ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც თემურ ალასანია, ტარიელ ონიანი და სხვა რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, ითქვა, ზურა მალე აღარ იქნებაო - ოღონდ არ დაუკონკრეტებიათ, პოლიტიკაში აღარ იქნებოდა თუ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.

 

იგივე სიტყვები სხვა შეხვედრაზეც გაიმეორეს. ალასანიას პარტნიორი შავ ბიზნესში ერიკ გუდისი ზურასთან შეხვედრას ითხოვდა. ბოლოს ზურა კი შეხვდა, მაგრამ იმან მაშინვე ქრთამი შესთავაზა. ზურამ ამაზე დიდი ამბავი ატეხა. საუბარი იყო აეროპორტის პრივატიზაციასა და ერთ-ერთი კომპანიისთვის გადაცემაზე. ძალიან  მალე ზურა აღარ იყო, ხოლო აეროპორტი იმ კომპანიის ხელში გადავიდა", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი