logo_geo
ირაკლი კობახიძე: ბონუსი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, დღესაც ასე მიმაჩნია...
- +

10 ნოემბერი. 2017. 00:45



პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ ბონუსის სისტემის გაუქმება ქვეყანაში რისკებს ზრდის და ამ ფონზე იზრდება თითოეული პოლიტიკოსის პასუხისმგებლობის ხარისხიც.


„ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ბონუსის გაუქმებასთან. ამის მაგალითია ნიდერლანდები - 208 დღის განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდა ჰოლანდიაში მთავრობა. წარმოიდგინეთ იგივე რომ განმეორებულიყო საქართველოში. ჩვენ შარშან 8 ოქტომბერს ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები და წარმოიდგინეთ რა პრობლემები შეგვექმნებოდა, 15 ივნისამდე რომ ვერ მოგვეხერხებინა მთავრობის ფორმირება. ბონუსის მიზანი იყო სწორედ ასეთი განვითარების თავიდან აცილება. რისკები იზრდება, თუმცა ვენეციის კომისიასთან შეთანხმების საფუძველზე, ჩვენ ვაუქმებთ ბონუსის სისტემას. ამ პირობებში იზრდება თითოეული პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობის ხარისხი. ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ მომდევნო 7 წლის განმავლობაში იმაზე, რომ დაიხვეწოს ჩვენი პოლიტიკური სისტემა. დღეს პოლიტიკური სისტემა საჭიროებს სერიოზულ განვითარებას იმისათვის, რომ 7 წლის თავზე რისკები თავიდან იქნეს აცილებული",- განაცხადა კობახიძემ.


 

big_banner
არქივი