logo_geo
გოგა ხაინდრავა: თეთრაძის წამების საქმეში სწორედ მეგის ქარდავაა ერთ-ერთი მთავარი ფიგურა
- +

10 ნოემბერი. 2017. 15:49



რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ფილმ „ჰეროკრატიის" გადასაღებად, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს ეხებოდა, არაერთი ადამიანი ჩაწერა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ წამებაში უშუალოდ მეგის ქარდავა მონაწილეობდა. ამ თემაზე გოგა ხაინდრავამ „სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ვანო მერაბიშვილის ბრძანებით პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე აწამეს. მე მაქვს ჩვენებები იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ წამებაში მონაწილეობდნენ. თეთრაძის წამების საქმეში სწორედ მეგის ქარდავაა ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. ამ წამების შედეგად პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე გარდაიცვალა.

 

1200 ინტერვიუდან უმრავლესობაში მოხსენიებულია მეგის ქარდავა, როგორც ერთ-ერთი შემოქმედი იმ ჯალათური რეჟიმისა, რომელიც სააკაშვილისგან მოდიოდა. საქმის კურსში იყვნენ სააკაშვილიც, მერაბიშვილიც, ადეიშვილიც. ისინი ერთად წყვეტდნენ ყველაფერს", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი