logo_geo
რუსუდან შარაძე: ბრძანება სააკაშვილმა გასცა და დათა ახალაიამ თავის „ზონდერებთან“ ერთად შეასრულა!
- +

10 ნოემბერი. 2017. 16:07

 

 

გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ „ვერსიასთან" ინტერვიუში გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განმარტებით, წინა ხელისუფლება მისთვის არასერიოზული იმიჯის შექმნას ცდილობდა.


„ჩემთან დაკავშირებით, სრულიად იგნორირების პოლიტიკა აირჩია. პარალელურად, ათასგვარ ჭორს მივრცელებდა და ასე ცდილობდა, არასერიოზული იმიჯი შეექმნა, რომ ხალხს ჩემი არგუმენტებისთვის არ დაეჯერებინა. ჩემს იმიჯზე ვისაც რა უნდა, ის იფიქროს... როგორიც უნდა ვიყო, ეს არ ცვლის ფაქტს, რომ გურამ შარაძე გიორგი ბარათელს არ მოუკლავს და რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო, ბრძანება სააკაშვილმა გასცა და დათა ახალაიამ თავის „ზონდერებთან" ერთად შეასრულა!" - განაცხადა რუსუდან შარაძემ.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი