logo_geo
გურამ დოჩანაშვილის ცოლს პატრიარქის ნაჩუქარი ბეჭედი მოჰპარეს
- +

10 ნოემბერი. 2017. 18:54



გურამ დოჩანაშვილის მეუღლემ, ქალბატონმა ნათელა სეფიაშვილმა „სარკესთან" ინტერვიუში რამდენიმე წლის წინანდელი შემთხვევა გაიხსენა, როცა მას პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ბეჭედი მოჰპარეს.

 

„მოგეხსენებათ, მოსაპარი არაფერი გვქონდა და რას წაიღებდნენ? ერთადერთი, რაც წაიღეს, პატრიარქის ნაჩუქარი ბეჭედი იყო. უწმინდესმა მკითხა, მაგან (იგულისხმა ბატონი გურამ დოჩანაშვილი. ავტ.) შენ ბეჭედი არ მოგიტანაო. ვუთხარი, მახინჯი ხელები მაქვს-მეთქი. აბა, მაჩვენე შენი თითებიო, მითხრა და წამომაცვა ბეჭედი. ოქროსფერი იყო და წითელი თვალი ჰქონდა. ქუჩაში მაგით ხომ არ ვივლიდი და უჯრაში ჩავდე. რომ გაგვქურდეს, ის უჯრა ცარიელი დამხვდა", - აღნიშნა ნათელა სეფიაშვილმა.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი