logo_geo
გოგა ხაინდრავა: რაში და ვისგან იღებდა ჯილდოებს ქარდავა?!
- +

11 ნოემბერი. 2017. 12:43



რეჟისორი გოგა ხაინდრავა „სარკესთან" ინტერვიუში მეგის ქარდავას საქმეზე საუბრობს. მისი განცხადებით, შაშკინიც და სააკაშვილიც ქარდავას ძალიან კარგად იცნობენ, რადგანც სწორედ მათ დროს იყო ქარდავა სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი.

 

„სასჯელაღსრულების უწყების მაშინდელმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, ქარდავას ორი ორდენი მისცა. ახლა კი ამბობს, რომ არც ის იცოდა, რომ ქარდავა დააჯილდოვეს და არც ის, თუ რას ჩადიოდა. არადა, ქარდავა სწორედ შაშკინის მინისტრობის დროს იყო სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი და მან მშვენივრად იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში.

 

სააკაშვილიც ამბობს, რომ ქარდავა თვალით არ ჰყავს ნანახი. ეს არის მაგათი ზნე! საინტერესოა, ასეთ დროს სად არიან პრესა და არასამთავრობო ორგანიზაციები?! რატომ არ აინტერესებთ, როგორ ცხოვრობდა, რაში და ვისგან იღებდა ჯილდოებს ქარდავა ან, მაგალითად, ეკა გიგაური?!" - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი