logo_geo
გურამ შარაძის მკვლელობის რომელ ვერსიებზე საუბრობს რუსუდან შარაძე
- +

11 ნოემბერი. 2017. 13:53


 

პროფესორ გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე მამის მკვლელობის ვერსიებზე საუბრობს. მისი განმარტებით, მკვლელობის ორი მიზეზი არსებობდა, ერთი თურქი მესხების საკითხი, მეორე კი, ქართული განძის უცხოეთში გატანა. თურქი მესხების საქართველოში ჩამოსახლების საკითხს შარაძე თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა. ამ ამბიდან 11 წლის შემდეგ კი მოხდა მკვლელობა. უფრო დეტალურად აღნიშნულ ვერსიებზე რუსუდან შარაძემ „ვერსიას" უამბო.


„ეს ვალდებულება სწორედ სააკაშვილის მონაწილეობით იქნება აღებული, რომ ხალხს კი არა, პარლამენტის წევრებსაც არ გაუგიათ. მაშინ სააკაშვილი „მოქალაქეთა კავშირის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე და ამასთან, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეც იყო. მოკლედ, იმთავითვე ასეთი მოღალატური ნაბიჯებით მოდიოდა... 1998 წელს, მამაჩემი საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ ანუ მისი უშუალო კომპეტენცია იყო, რომ ეს ვალდებულება ეტაპობრივად შესრულებულიყო და 400 ათასი ე.წ. თურქი-მესხი საქართველოს სამხრეთ ნაწილში ჩასახლებულიყო, მაგრამ გურამ შარაძემ ეს არ გააკეთა. პირიქით, ყველას და ყველაფერს ამხელდა - როგორც სააკაშვილსა და მის ამფსონებს, ასევე ამ ე.წ. თურქ-მესხებსაც, რომელთაც სინამდვილეში, მესხებთან საერთო არაფერი აქვთ. მამაჩემს სიცოცხლის მოსპობით მაშინვე ემუქრებოდნენ. მახსოვს, ამ თემაზე პირველი პრესკონფერენცია 1998 წლის თებერვალში გამართა და ყველაფერი ეს თქვა. მაშინ მისი მოკვლა ვერ გაბედეს. სამაგიეროდ, ჩემი უფროსი ძმა, ლაშა ლოგინში მძინარე მოკლეს. ე.წ. თურქი-მესხების საკითხი პერიოდულად აქტიურდებოდა ხოლმე. იმავე თემაზე მეორე პრესკონფერენცია გურამ შარაძემ 2002 წელს გამართა და თქვა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა, რაც სწორედ ე.წ. თურქ-მესხებთან იყო დაკავშირებული. სხვათა შორის, მამაჩემის მკვლელობიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ სააკაშვილის პარლამენტმა ახალი კანონი გრიალ-გრიალით მიიღო.

კერძო პირი, აშშ-ის მოქალაქე, საეჭვო წარსულის მქონე ვინმე გუროვი 1999 წლიდან ცდილობდა, საქართველოს მუზეუმებიდან ჩვენი განძი გაეტანა, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკის კონტინენტზე უნდა ემოგზაურა, ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ექსპონატების გამოფენებზე გატანას არავინ ებრძოდა, მაგრამ არ საჯაროვდებოდა, რა ეწერა ხელშეკრულებაში ანუ რა პირობით მიდიოდა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სიმდიდრე, რა ერგებოდა ამით საქართველოს, ვინ იყო და რატომ დგებოდა ერთ მხარეს კერძო პირი გუროვი და მეორე მხარეს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ნორმალური იყო? ხელშეკრულებაში რომ ჩაიხედა, სულ გადაირია... მახსოვს, მამაჩემს დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს სტუდენტებმა - აქციები და შიმშილობა დაიწყეს. გურამ შარაძეს მხარი პატრიარქმაც დაუჭირა და ასე დარჩა მაშინ განძი საქართველოში, მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა... მამაჩემი არ თმობდა და სააკაშვილის გაპრეზიდენტებამდე განძს ხელი ვერ ახლეს", - განაცხადა რუსუდან შარაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი