logo_geo
გია გაჩეჩილაძე: ცილისწამებისთვის პასუხისგება უნდა არსებობდეს
- +

11 ნოემბერი. 2017. 18:31



მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში ქართული მედიასივრცე გააკრიტიკა. მისი თქმით, ქართულ ტელესივრცეში გემოვნების ნაკლებობაა.


„მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ქართული ტელევიზიების მაყურებელი ვარ, რადგან მგონია, რომ გემოვნების ნაკლებობაა ქართულ ტელესივრცეში. 25 წელი ერთი და იმავე სახეების, ერთი და იმავე სტუმრების ყურება მოსაბეზრებელია.

 

ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს საუკეთესო ან სამარცხვინო ჟურნალისტის ტიტული. მე პირადად, ცილი დამწამა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელსაც ჟურნალისტურ ასოციაციაში ვუჩივლე და მოვუგე. მაგრამ ის ჟურნალისტი ისევ ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. ცილისწამებისთვის პასუხისგება უნდა არსებობდეს. უპასუხისმგებლო ქვეყანაში მგონია თავი. შესაძლოა, ამგვარმა ცილისწამებამ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.




 

big_banner
არქივი