logo_geo
ნატალია საბანაძე: შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმება მიღწეულია
- +

13 დეკემბერი. 2016. 21:44


 


ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ნატალია საბანაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშნელოვანი იყო.  წარმატებით დასრულდა სამმხრივი შეთანხმება.  საბანაძე წარმატებულად აფასებს  სტრასბურგში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულებას.


როგორც საბაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა, შეთანხმების ტექსტში ცვლილებებიც შევიდა, რომლის მიხედვითაც ვიზალიბერალიზაცია ძალაში, ე.წ. შეჩერების მექანიზმთან ერთად უნდა შევიდეს. საბანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ვიზალიბერალიზაციის მიღების ზუსტი დრო არ არის ცნობილი.


 „საბჭოს ტექსტი მიიღო პარლამენტმა. ძალიან მიხარია, რომ ერთი შეხვედრით დასრულდა და შეთანხმება უკვე გვაქვს. ახლა ბევრი პროცედურაა გასავლელი. ამის შემდეგ კენჭისყრა იქნება ლიბეს კომიტეტში და მერე გადავა პლენარულ სხდომაზე.


განრიგი ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი თანდათან დგება. ამ შეხვედრის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმება მიღწეულია", - აღნიშნა ნატალია საბანაძემ.


 

big_banner
არქივი