logo_geo
ირმა ინაშვილი: ბოკერიას მეუღლისგან განსხვავებით, ჩემი ტელეპროექტი „გაზპრომისთვის“ არ მიმიყიდია
- +

13 დეკემბერი. 2016. 23:14



პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა გადაცემა 2030-ში ნდობის ჯგუფში ადგილის მოპოვების პერსპექტივასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერას „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არ ელის.


„მხარდაჭერას უმრავლესობის რაღაც სეგმენტიდან ველოდები.  უმრავლესობაში ბევრი ფრთაა და ამ მხარდაჭერას რაღაც ერთი ფრთის მხრიდან ველი. არის სხვა ფრთები, რომლებიც მხარს არ დაგიჭერენ. ესეც ბუნებრივი პროცესია და არ უნდა გეწყინოს. ვიღაცას მოსწონხარ, ვიღაცას არა. ყველას ვერ მოეწონები და შეუყვარდები. როცა კანდიდატების გადამოწმებაზეა საუბარი, მზად ვარ, გადამამოწმონ. გადამოწმების პროცესი საინტერესო იმიტომ არის, რომ გაირკვევა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები როგორ არიან დაკავშირებული კრემლთან, „გაზპრომთან" და სპეცსამსახურებთან. ბოკერიას მეუღლისგან განსხვავებით, ჟურნალისტობისას ჩემი ტელეპროექტი „გაზპრომისთვის" არ მიმიყიდია. ძალიანაც რომ მდომოდა, „გაზპრომი" ამას არ იყიდდა. ისმის კითხვა, პოლიტიკური ოპონენტების წარა-მარა რუსეთის აგენტებად გამოცხადება და იარლიყების „უპრაგონოდ" დარიგება რუსული ფულის გათეთრების მცდელობა ხომ არ არის?!", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.



 

big_banner
არქივი