logo_geo
ლევან მდინარაძე: მახსოვს გოგა ონიანის სახე, როგორ გასცა ბრძანება
- +

13 ნოემბერი. 2017. 19:52



ლევან მდინარაძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის, გოგა ონიანის ბრძანებით მანქანაში ჩატენეს და ბერასთან მეგობრობის გამო დააპატიმრეს.


„ერთ-ერთ კლუბში შოუ მიმყავდა და ბერა ჩემით დაინტერესდა. მოგვიანებით, 2010 წელს, თავისი კონცერტის ორგანიზება მთხოვა. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ცნობილი განცხადება გააკეთა, ბერასთან ერთად ვიყავი. აღფრთოვანებულმა მკითხა - მამაჩემის განცხადება თუ ნახეო? მალე საქმიანი წინადადებით დამირეკა და შეხვედრა მთხოვა - მაისურებს ძლივს ვბეჭდავთ, გვბლოკავენ, დარიგების ყველას ეშინია და შენ რა აზრის ხარო? ბერას მაშინვე დავპირდი დახმარებას...

 

დილით პირველმა მე ჩავიცვი „ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისური და ქალაქში ხალხის მოძიება დავიწყე. ნიკოლაძეზე ერთ-ერთი შეხვედრიდან გამოსვლისას მოულოდნელად მტაცეს ხელი და მანქანაში ჩამტენეს. მახსოვს გოგა ონიანის სახე, როგორ გასცა ბრძანება - ეს არის და დაიჭირეთო. თავად წინ დაჯდა მანქანაში...

 

„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როდესაც გოგა ონიანი ძალიან გააქტიურდა, ყელში ამომასხა და მერე უკვე მარტო გადავედი შეტევაზე. ერთ პერიოდში შევიტანეთ მე და დავით შათირიშვილმა პროკურატურაში განცხადებები გოგა ონიანის წინააღმდეგ. კარგა ხანი ველოდი ამ დღეს!" - განაცხადა ლევან მდინარაძემ.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი