logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: არ ვთვლი, რომ მღებრიშვილი გაწირეს... მას საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციების დაკავება მოუწევს მომავალში...
- +

15 ნოემბერი. 2017. 19:59



„ზოგადად, ბოლო წლებში, განსაკუთრებით ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რატომღაც საზოგადოების და ე.წ. პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ძალიან მიეჩვია პოლიციელთა აბუჩად აგდებას და მათ დისკრიმინაციას. განსაკუთრებით კი პოლიციის ხელმძღვანელობის, რაც ძალიან არ მომწონს", - ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„ვერავის ადვოკატად ვერ გამოვდგები და პოლიციაში რა ნაკლიც არის, შეიძლება ჩვენ ყველაზე მეტად ვიცით და ყველა ინფორმაციაზე მეტ-ნაკლებად ხელი მიგვიწვდება, მაგრამ არ შეიძლება, ადამიანის გათავისუფლებას მოვაყოლოთ შეკითხვები - „რაღაც ხომ არ გააფუჭა და იმიტომ ხომ არ გაუშვეს?".

 

როცა რაღაცას აკეთებდა, ანალოგიური რეაქციები არ მახსენდება ჩვენივე კოლეგებისგან. არ ვთვლი, რომ გიორგი მღებრიშვილი გაწირეს და ჩამოიშორეს. მღებრიშვილს საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციების დაკავება მოუწევს მომავალში, საკმაოდ მძლავრი სტრუქტურა ყალიბდება და შესაძლოა, მას იმაზე მეტი პასუხიმგებლობის აღებაც მოუწიოს, რაც, თუნდაც პოლიციის შეფის რანგში ჰქონდა", - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.  





 

big_banner
არქივი