logo_geo
ბესო ჩუბინიძე: ცუდი რაც არის, ყველაფრის ლეგალიზაცია გვინდა?!
- +

14 დეკემბერი. 2016. 02:52


 

„საათი და 20 წუთია ვისმენ აქ გამართულ დისკუსიას და თავი წმინდანი მგონია. ცხოვრებაში არ მომიწევია არც სიგარეტი, მარიხუანაზე საუბარი არ არის. არ ვსვამ თრობის დონეზე, სამი დალიე შეგერგება. კაცებში არ დავდივარ და არ ვიკეთებ", - ამის შესახებ ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ „რუსთავი 2"-ის გადაცემა „არჩევანში"  განაცხადა. როგორც ჩუბინიძე აღნიშნავს,  საქართველოში თამბაქო და ალკოჰოლი ლეგალიზებულია და აღარააა საჭირო კიდევ ერთი მავნე ნივთიერების, მარიხუანის ლეგალიზება.


„მე ორი ომი მაქვს გამოვლილი ბევრი რამე მაქვს ნანახი. მეგობრები გარდამეცვალნენ ამ ნარკომანიის პრობლემით და ეს მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკია როგორც ვიცი. ძალიან მარიტივია, არ დაიჭირო ადამიანი ამისთვის, მაგრამ მიეცი რაღაც ფინანსური ვალდებულება იმისთვის რომ რაღაცას აშავებს. მე ვარ პირველი ვინც სიგარეტს ებრძვის და მეგობრები გადავიკიდე მაგის გამო. ცუდი რაც არის, ყველაფერ ამის ლეგალიზაცია გვინდა?! სიგარეტი და ალკოჰოლი ლეგალიზებულია. კიდე სხვა რამე არ არის საჭირო", - განაცხადა ბესო ჩუბინიძემ.


 

 

 

big_banner
არქივი