logo_geo
ნანუკა ჟორჟოლიანი: არ ვაღიარო გიგას უნარები, ჩერგო კი არ ვარ, დავბრმავდე...
- +

16 ნოემბერი. 2017. 16:22



ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემაში „ინტერვიუ ვანიჩკასთან" „ტაბულას" მთავარ რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა.


„მე ეს მართობს... წარმომიდგენია, თამარ ჩერგოლეიშვილი რომ ხარ, „ამდენი საქმე რომ გაქვს"... ხანდახან მგონია, რომ ძალიან უსაქმურია. მე და თამარი არასოდეს არ ვმეგობრობდით, უფრო მეტიც, ჩვენ ყოველთვის გვქონდა დაძაბული ურთიერთობა, იმიტომ, რომ საერთოს ვერ ვპოულობდით ერთმანეთთან. უბრალოდ, მე და თამარი სხვადასხვანაირად ვსაუბრობთ, სხვადასხვა თემები გვაქვს, სხვადასხვა ინტერესები. გიგას მიმართ პატივისცემას საჯაროდ გამოვხატავდი, არ ვაღიარო გიგას უნარები, ჩერგო კი არ ვარ, დავბრმავდე... მიშას რომ აღარ აღიარებს, ისე დააბრმავა მიშას ზიზღმა, რომ ვერაფერს ვეღარ ხედავს, მე ეგრე არ ვარ", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.








 

big_banner
არქივი