logo_geo
ვატო შაქარიშვილი: დღეს ამაზე აპელირებს გიორგი ზეგარელი, რომელსაც გვარამია პირდაპირ თავს დაესხა...
- +

16 ნოემბერი. 2017. 18:35



თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ნუგზარ ჭონქაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ტელეკომპანია „tv პირველის" ეთერში გამოეხმაურა.

 

„დღეს ამაზე აპელირებს გიორგი ზეგარელი, მუსიკოსი, რომელსაც ნიკა გვარამია პირდაპირ თავს დაესხა საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით, რომელსაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, როდესაც მან მდაბიო, უხამსი, საზოგადოებისთვის და მოქალაქეებისთვის შეუფერებელი სიტყვებით მოიხსენია მუსიკოსი.

 

მე ვსაუბრობ სტანდარტზე, და არა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე. ვსაუბრობ საზოგადოების იმ ნაწილზე, ვინც გარკვეული აჟიოტაჟი წარმოქმნა ამასთან დაკავშირებით და მედიამ ამას ხელი შეუწყო. სურვილს გამოვთქვამ, რომ მედიას არ გააჩნდეს ორმაგი სტანდარტები და აფიქსირებდეს საკუთარ აზრს ყოველთვის", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.







 

big_banner
არქივი