logo_geo
თაკო ჩარკვიანი: იუმორი გარკვეულწილად იარაღი და კალამი იყო პოეტისთვის
- +

17 ნოემბერი. 2017. 17:00



ჯანსუღს მოსწრებული ენა ხანდახან თავის დასაცავადაც გამოუყენებია", - ამ თემაზე გარდაცვლილი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილი თაკო ჩარკვიანი „კვირის პალიტრასთან" საუბრობს და მამისთვის დამახასიათებელ იუმორს იხსენებს.


კულტურის დღეებია, ჯანსუღის სამეგობრო ერთად შევიდა დარბაზში, მოშორებით სამთავრობო სუფრაა გაშლილი. შევარდნაძეს დაუძახია, - აქეთ დასხედით, ჩვენკენო. ჯანსუღს მიუგია, - აქეთ ინაურები, იქით - შინაურებიო. მაშინ ამის თქმა იმ სუფრაზე, სადაც მართლა იჯდა ინაური, არ იყო ადვილი

 

80-იან წლებში სკკპ- მდივანი ლიგ­აჩოვი ჩამოვიდა, მშრალი კანონის შემოღებას გეგმავდა. ბატონო ჯანსუღ, რას ჰგავს ესო? - უკითხავთ. მან, თურმე, არც აცია, არც აცხელა და მიკროფონში თქვა: ნუ აჰყვებით ლიგაჩოვს, ქაქის ჭამას მიგაჩოვთ". წარმოიდგინეთ, იქ რა მოხდებოდა. იუმორი გარკვეულწილად იარაღი და კალამი იყო პოეტისთვის", - ამბობს თაკო ჩარკვიანი.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი