logo_geo
გიორგი ალიბეგაშვილი: ამას დაფიქრება და ყურადღების მიქცევა სჭირდება...
- +

17 ნოემბერი. 2017. 18:36



საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საქმიანობას ენის სახელმწიფო დეპარტამენტში გააგრძელებს. ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები, ამ თემაზე მან „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა.


„იქნებიან ენათმეცნიერები, ლიტერატორები, აფხაზური ენის სპეციალისტები, ბერძნული, ლათინური, ინგლისური ენის სპეციალისტები. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა ენების სპეციალისტებიც ჩავრთოთ. ნეოლოგიზმებზე, ტერმინოლოგიაზე მუშაობა რთულია. ძნელია, შექმნა ისეთი ტერმინი, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. ამას დაფიქრება და ყურადღების მიქცევა სჭირდება. ჩვენ მიღებული უნდა გავხადოთ მოსახლეობისთვის და მეცნიერულადაც უნდა გადავწყვიტოთ", - განაცხადა ალიბეგაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი