logo_geo
ბესიკ დუღაშვილი: მინდა, მათ შენდობა ვთხოვო...
- +

17 ნოემბერი. 2017. 18:38



რამდენიმე თვის წინ მხატვარი ბესიკ დუღაშვილი გაუჩინარდა. მის მიერ დატოვებული წერილიდან გამომდინარე, იფიქრეს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, გაირკვა, რომ იგი მონასტერში იყო წასული, რათა ბერად აღკვეცილიყო. თვეების შემდეგ მხატვარი უკან დაბრუნდა და სასულიერო თემატიკაზე გამოფენა გამართა. ამ თემაზე მან „თბილისელებთან" ისაუბრა.



„ერიდან გასვლა" თავის მოკვლას არ ნიშნავს. უბრალოდ, არ მინდოდა, ვინმეს სცოდნოდა, სად ვიყავი. მერე დაიწყებოდა „შებმა" უკან დასაბრუნებლად. გადავწყვიტე, მონასტერში წავსულიყავი და ბერად აღვკვეცილიყავი. თუმცა, როგორც მე მინდა, ისე არ ხდება. ყველაფერი უფლის ნებაა. როგორც მითხრეს, მე ჯერ ერში არ ამომიწურავს ჩემი თავი.

 

გამოფენა, რომელიც მე გავაკეთე, ბესიკ დუღაშვილის ნიჭის გამოსამზეურებლად არ გაკეთებულა. მინდოდა, ხალხს მონასტრისკენ გაეხედა. მე ვარ საქართველოდან ერთადერთი მხატვარი, რომელიც კარიკატურისტთა ათეულში შედის. ეს ხომ საქართველოს სახელია?!..

 

ამდენ ადამიანს ვყვარებივარ და მაპატიოს, თუ ვინმე დავაბრკოლე. მინდა, მათ შენდობა ვთხოვო. მაგრამ იმ პერიოდში, ისეთი სტრესული მდგომარეობა მქონდა, მოსალოდნელი შედეგი ვერ გავაცნობიერე", - აღნიშნა ბესიკ დუღაშვილმა.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი