logo_geo
კახა კალაძე: მიუსაფარი ცხოველების თემას ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა
- +

17 ნოემბერი. 2017. 23:05


 

„შეიძლება ვიღაცამ თქვას, ადამიანებს მიხედეთ, რა დროს ცხოველებიაო, თუმცა ამ მიმართულებით ძალიან დიდი ყურადღება იქნება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. კალაძემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მართლაც ძალიან დიდ, კეთილ საქმეს აკეთებს.  


„პირდაპირ ვიტყვი, თამაზი მართლაც ძალიან კარგ და კეთილს საქმეს აკეთებს. მესმის, ეს მართლაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქში და რა თქმა უნდა, არ მინდა გავიკიცხო, შეიძლება ვიღაცამ თქვას, ადამიანებს მიხედეთ, რა დროს ცხოველებიაო, თუმცა ამ მიმართულებით ძალიან დიდი ყურადღება იქნება.

 

საკმაოდ დიდი თანხები, 3 მილიონია წლიური ბიუჯეტი ამ მიმართულებით და მოხდება ამ თანხების სწორად გამოყენება, რომ უფრო მეტი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ და უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ მიმართულებას", -განაცხადა კალაძემ.  


 

big_banner
არქივი