logo_geo
რუსუდან შარაძე: ჟვანია, მამაჩემი, პატარკაციშვილი... - სააკაშვილმა ყველა ავტორიტეტული პიროვნება მოკლა!
- +

18 ნოემბერი. 2017. 04:10



„ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. მამაჩემის მოღვაწეობას, რომ დავანებოთ თავი, მის პიროვნებას, მასშტაბს, ხალხის სიყვარულს და ავტორიტეტს, ის იყო სასტიკად დაპირისპირებული სააკაშვილთან და მის ბანდასთან. პირველივე შეხვედრაზე გურამ შარაძემ იცოდა რა ავანტიურისტთან ჰქონდა საქმე", - ამის შესახებ აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა. როგორც შარაძე აცხადებს, მამამისი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოკლა.


„მამაჩემი ვერასოდეს წარმოიდგენდა იმ სიმხეცეს, რაც სააკაშვილმა მის მიმართ ჩაიდინა. ტყვიას კაცები ესვრიან ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ ასე ზურგიდან არა! დღემდე ბევრი ადამიანია სააკაშვილთან დაპირისპირებული, მაგრამ ვინც მოკლა და მოიშორა ყველა იყო სხვადასხვა სფეროს მოღვაწეები, მათ სფეროში ავტორიტეტულები. ზურაბ ჟვანიათი დაიწყო, მამაჩემი, რამაზ კლიმიაშვილი, ბადრი პატარკაციშვილი... შემთხვევით ჩაცხრილვებზე, ახალგაზრდების სისხლის სმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი... გარდა იმის რომ სააკაშვილი არის მშიშარა კურდღელი, შურისმაძიებელი კაცი ასევე არის ბოღმა. ყველა კლასელი დაიჭირა ვისაც კი მისთვის ბავშვობაში წამოურტყამს", - განაცხადა შარაძემ.  


 

big_banner
არქივი