logo_geo
მამუკა არეშიძე: თუ ალიევი თანხმდება ამ შეთავაზებას, ცხადია, ალყაში ვართ!...
- +

18 ნოემბერი. 2017. 11:36



აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პუტინისა და ალიევის შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას აზერბაიჯანის ხუთი რაიონის დაბრუნების სანაცვლოდ, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება შესთავაზა. რა ქვეტექსტები შეიძლება არსებობდეს აღნიშნულ შეთავაზებაში და ემუქრება თუ არა გარკვეული ტიპის საფრთხეები საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიას, ამ თემაზე „თბილისელებთან" ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ იმსჯელა.


„მოსკოვში კარგად აცნობიერებენ, რომ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი დამოკიდებულია აზერბაიჯანის ეკონომიკურ პოტენციალზე და, ზოგადად, აზერბაიჯანის პოზიციასა და განვითარების ვექტორზე.

 

დღეს აზერბაიჯანის მდგომარეობა ძალიან მყიფეა. ზაფხულში საკმაოდ მნიშვნელოვანი ავარია მოხდა ბაქოს გაზის სარეწზე და გაზის მოწოდება კატასტროფულად დაეცა. დღეს აზერბაიჯანის ორი თბოსადგური გაზის გარეშეა დარჩენილი და ბაქო კასპიის ზღვის აუზის ყველა ქვეყნისგან გამალებული ყიდულობს მაზუთს, რომ მაზუთით ამუშაოს...

 

თუ ალიევი თანხმდება ამ შეთავაზებას, ცხადია, ალყაში ვართ. ყველა მხრიდან რუსეთის ჯარი იქნება. ერთადერთ მონაკვეთებად რჩება აჭარა და სამხრეთ საქართველო... ჩვენი მდგომარეობა რომ ძალიან დამძიმდება, ამას ლაპარაკიც არ უნდა. გარდა ამისა, თუ აზერბაიჯანი შევა ევრაზიულ კავშირში, ეს ნიშნავს საბაჟო სისტემების გადახედვას, ანუ ახალი საბაჟო ტარიფების სისტემის შექმნას ასე შემდეგ... ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგება", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი