logo_geo
პეტრე მამრაძე: „რუსთავი 2“ ირიბად გეი-პროპაგანდას ეწევა!
- +

18 ნოემბერი. 2017. 14:09



„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გეი-პროპაგანდაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „რუსთავი 2" გეი-პროპაგანდას ეწევა.


„რუსთავი 2" ირიბად გეი-პროპაგანდას ეწევა! ჰომოფობია, ანუ გეიმიდრეკილების გამო ადამიანზე ძალადობა, როცა ის სახლში არავის ეჭრება და თავისთვის არის, დაუშვებელია, მაგრამ სულ სხვა რამ გახლავთ ჰომოფილია. ჰომოფილები აცხადებენ, რომ სწორედ ჰომოსექსუალიზმია ყველაზე დახვეწილი და პროგრესული ცხოვრების წესი და თუ ამას არ ეზიარე, ჩამორჩენილი ხარ!

 

ჰოლანდიის პარლამენტმა მიიღო ამაზრზენი კანონი - ჰომოსექსუალს უფლება აქვს, ჰომოსექსუალური კავშირი დაამყაროს 12 წლის მოზარდთან, თუ მოზარდის თანხმობა მოიპოვა! ეს რომ ამაზრზენი კანონია, ამის შესახებ ჩემმა ჰოლანდიელმა მეგობრებმა მითხრეს. პირდაპირ ასე განმიცხადეს - ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებაც აღარ გვინდა, რადგან ზრდასრულ გეის უამრავი ბერკეტი აქვს იმისთვის, რათა 12 წლის მოზარდი შეაცდინოს..." - განაცხადა პეტრე მამრაძემ.






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი