logo_geo
ნიკო გომელაურის გარდაცვალების შემდეგ „კომედიანტები“ სცენას პირველად უბრუნდება
- +

18 ნოემბერი. 2017. 14:40

 

 

2 იანვარს „თავისუფალი თეატრი" განახლებული შენობითა და სპექტაკლით - „კომედიანტები" მე-17 სეზონს გახსნის. სპექტაკლი, სადაც მსახიობი ნიკო გომელაური მთავარ როლს ასრულებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ არ დადგმულა, ახლა კი განახლებული შემადგენლობით კვლავ აღდგება. ამ თემზე „სარკესთან" ინტერვიუში რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა ისაუბრა.


„ამ ზაფხულს დავანგრიეთ თეატრის შენობა და იმავე ადგილას ავაშენეთ. გაიხსნება უფრო დიდი სცენით, რომელსაც მცირე სცენაც ექნება, ასევე - საგრიმიორო, ჰოლი, კაფე, სარეპეტიციო დარბაზი.

 

სეზონი გაიხსნება „კომედიანტებით", რომლითაც 17 წლის წინ გავხსენით თეატრი და 7010-ზე მეტი დადგმა განხორციელდა სრული ანშლაგით. მერე გავჩერდით, ნიკო გომელაურის გარდაცვალების შემდეგ არ გვითამაშია. ახლა მინდა ამ სპექტაკლის აღდგენა, თუმცა ახალი შემადგენლობით. ყველა როლზე იქნება სხვა მსახიობი, მიუხედავად იმისა, რომ გომელაურის გარდა, ყველა ცოცხალია. არ მინდა, მარტო მისი ჩანაცვლება მოხდეს. როლებში ჩავრთავ სრულიად ახალ თაობას, ზუსტად ისე, როგორც 17 წლის წინ გავაკეთე", - აღნიშნა ავთო ვარსიმაშვილმა.







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი