logo_geo
დიმიტრი ტატიშვილი: ზაზას ვუთხარი, ტექსტს რომ ვკითხულობ, წარმოსახვაში ის მღვდელი მყავს-მეთქი
- +

18 ნოემბერი. 2017. 19:35



„სანამ კასტინგზე მივიდოდი, მანამდე გავიგე, რომ ზაზა ურუშაძე ფილმის გადაღებას აპირებდა და გამიხარდა", - აღნიშნა მსახიობმა დიმიტრი ტატიშვილმა „სარკესთან" ინტერვიუში. „აღსარება" - ასე ჰქვია ზაზა ურუშაძის ახალ ფილმს, სადაც მთავარ, ბერის როლს სწორედ დიმიტრი ტატიშვილი ასრულებს.


„პერსონაჟი შენგანაც ითხოვს რაღაცებს, ამიტომ რაღაცებში მგავს, მაგრამ ბევრ რამეში - არა. მაგალითად, მისნაირი მიმტევებელი არ ვარ. გადაღებების დაწყებიდან 3-4 დღის შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა, მე კი არ ვმუშაობდი, არამედ ის კაცი. ზაზასაც ვუთხარი, ტექსტს რომ ვკითხულობ, წარმოსახვაში ის მღვდელი მყავს-მეთქი. მითხრა, მეც რაღაც მაგდაგვარი დამემართა, სხვანაირი კაცი ხარ, გადასაღებ მოედანზე რაღაც სხვანაირი ხდებიო. ვუპასუხე, ამას თუ მივაღწიე, ესე იგი, რაც საჭიროა, ის გამიკეთებია-მეთქი.

 

პირველი შემთხვევა არ არის, როცა მღვდელი განვასახიერე, თუ არ ვცდები, მესამე თუ მეოთხე როლია. ადრე სერიალ „ქაღალდის ტყვიაშიც" ვითამაშე მღვდლის როლი", - აღნიშნა დიმიტრი ტატიშვილმა.







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი