logo_geo
გელა ჩარკვიანი: ბერიას სურდა, თბილისისთვის „სტალინი“ დაერქმია, რაზეც თავად სტალინი გაცეცხლდა…
- +

14 დეკემბერი. 2016. 14:13



 მთაწმინდაზე, იქ, სადაც დღეს ანძა დგას, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველის - იოსებ სტალინის 80-მეტრიანი ძეგლი უნდა დადგმულიყო. ბათუმელ არქიტექტორ ბოგდან კირაკოსიანს, რომელიც სტალინის მონუმენტზე ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნისთვის, კანდიდ ჩარკვიანისთვის თხოვნით მიუმართავს - დიდი ბელადის მაკეტი უკვე მზად მაქვს, გაჩვენებთ და მონუმენტი მთაწმინდაზე დამადგმევინეთო. გავიდა წლები და მთაწმინდაზე ძეგლის ნაცვლად საკომუნიკაციო მიზნებისათვის თბილისის სატელევიზიო ანძის მშენებლობა დაიწყეს. მანამდე რა მოხდა და რატომ შეიკავეს თავი სტალინის მონუმენტის დადგმაზე, გაუგებარია.


„ასავალ-დასავალი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანდიდ ჩარკვიანის ვაჟს, გელა ჩარკვიანს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მამას მისთვის ამ მონუმენტის შესახებ არასდროს არაფერი უთქვამს.



„სტალინზე ისე წერდნენ, ავტორებს ბელადი თვალით არ ჰყავდათ ნანახი. კანდიდ ჩარკვიანს კი მათთან 14-წლიანი საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. მე და მამა ბევრს ვსაუბრობდით, მაგრამ ამდაგვარი ძეგლი ნამდვილად არ უხსენებია. საინტერესოა, რატომ არ დადგეს? თუმცა, ცნობილია, რომ იოსებ სტალინი კულტს ერიდებოდა. კანდიდმა მითხრა - ბერიას სურდა, თბილისისთვის „სტალინი" დაერქმია, რაზეც თავად სტალინი გაცეცხლდაო, ანუ, რადგან ბერიას მოუვიდა ამგვარი რამ აზრად, რატომაც არ შეიძლებოდა, იდეა სხვას გასჩენოდა?" - განაცხადა გელა ჩარკვიანმა.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი