logo_geo
დიმიტრი ტატიშვილი: იყო პერიოდი, როცა ოჯახში ჩემი მეუღლე უფრო შემომტანი იყო, ვიდრე მე
- +

20 ნოემბერი. 2017. 13:40



მსახიობმა დიმიტრი ტატიშვილმა „სარკესთან" ინტერვიუში პირად ცხოვრებასა და ოჯახზე ისაუბრა. 28 წელია, რაც დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავს. კითხვას, როგორ შეძლო მყარი ოჯახის შენარჩუნება, მსახიობმა ასე უპასუხა:


„ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არ მიწევს. თავიდან მატერიალურად ძალიან გვიჭირდა, უცებ ორი შვილი გვეყოლა, თეატრში 60 ლარი მქონდა ხელფასი, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ძალიან ვეხმარებოდით. ის ქართული ენის სპეციალისტია, მოწაფეები ჰყავდა. იყო პერიოდი, როცა ოჯახში ჩემი მეუღლე უფრო შემომტანი იყო, ვიდრე მე. ყოველთვის ხელს მიწყობდა, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა.

 

ნელ-ნელა კარიერას მივხედე. რასაკვირველია, გამიმართლა, თეატრი, ფილმები, სერიალები წამოვიდა და ისე აეწყო, რომ სულ ჩემს საქმეს ვაკეთებ. ვიღაცას მიაჩნია, კარგი კარიერა თუ გაქვს, ცუდი ოჯახი გექნება ან პირიქით, მაგრამ ასე არ არის. ორივეს შეთავსებაა შესაძლებელი...

 

 

ჩვენი ერთობა, ქორწინება უფრო მყარია, ვიდრე დასაწყისში იყო. მაშინ შეიძლებოდა პატარა ძვრასაც დაენგრია ჩვენი ოჯახი, რომელიც, საბედნიეროდ, არც ჩემთან მოხდა და არც მასთან", - აღნიშნა დიმიტრი ტატიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი