logo_geo
კობა დავითაშვილი მის უკურნებელ დაავადებას 7 ნოემბრის დარბევას უკავშირებს
- +

20 ნოემბერი. 2017. 13:42



ქართველი პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი მძიმე დაავადებას ებრძვის. მას ე.წ. ბეხტერევის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, ამჟამად კი მკურნალობას გადის. დაავადების გამომწვევ ტრავმებს დავითაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს, მიტინგის დარბევისას მიყენებულ დაზიანებებს უკავშირებს.


„ახლა უკეთესად ვარ, სიარული შემიძლია. წელის ტკივილები რამდენიმე წელი მაწუხებდა, მაგრამ დიაგნოზს ვერ მისვამდნენ. ვვარაუდობდი, რომ ეს იყო ხერხემლის დაზიანება, დისკოზს რომ ეძახიან, მაგრამ უფრო რთული, ე.წ. ბეხტერევის დაავადება აღმოჩნდა, რომელიც მთელი ხერხემლის მალების ანთებას გულისხმობს.

 

ივლისის ბოლოდან დამეწყო მგრძნობელობის დაქვეითება ფეხებში და ახლა ფეხებს ვერ ვგრძნობ. ნელ-ნელა ზემოთ მოიწევდა და წელზემოთ ამოვიდა. მკურნალობამ ცოტა შეაჩერა ეს პროცესი და ცოტა ქვემოთ ჩაიწია. დაავადება არ იკურნება, მაგრამ მთავარია, მდგომარეობა არ გაუარესდეს და სიარული შევძლო.

 

ამ დაავადებას ორი რამ წარმოშობს - სერიოზული ინფექცია ან ტრავმა. თან 10 წელიწადში ვლინდება. ზუსტად 10 წელი გავიდა 2007 წლის 7 ნოემბრიდან. 20 კაცი დამესხა თავს და ლითონის საკმაოდ მსხვილ ხელკეტებს მირტყამდნენ ყველგან - თავში, ტანზე... გონება დავკარგე. მერე სამხედრო ჰოსპიტალში გადამიყვანეს და იქ თავზე მედგნენ. მქონდა განცდა, რომ ელოდებოდნენ მითითებებს - რა ექნათ ჩემთვის...

 

5 დღის ნაშიმშილარი ვიყავი, დილით დაგვარბიეს. მერე კი გაზი გაუშვეს. გაზი ზემოთ ამოდიოდა, ამიტომ ავცვივდით მესამე სართულზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი იყო. ფოიეში პირდაპირ ეთერში ჩავერთე და ვთქვი, რომ სააკაშვილმა 9 აპრილი მოუწყო საკუთარ ხალხს..." - აღნიშნა კობა დავითაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი