logo_geo
გელა ჩარკვიანი: მათი გადარჩენა შეუძლებელი იყო, რადგან ეს იყო პირდაპირ მითითება მოსკოვიდან!
- +

20 ნოემბერი. 2017. 22:59



დიპლომატმა გელა ჩარკვიანმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში თვითმფრინავის ბიჭებზე ისაუბრა. 


„შიგნით ამას ჰქონდა რეზონანსი და ბუნებრივია, რომ ალბათ, გააძლიერა ის მუხტი, რომელიც საერთოდ არსებობდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. რაც სრულიად გასაგები იყო. თუ ჩვენ ამ აქციას ფართო კონტექსტში განვიხილავთ, მაშინ სრულიად გასაგებია ამ ბიჭების მოქმედება. მათი მოქმედება არის საპროტესტო მოქმედება საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ, რომელიც იყო საზარელი კომედია მთლიანობაში", - განაცხადა გელა ჩარკვიანმა.


გელა ჩარკვიანის განცხადებით, „თუ ვიწრო კონტექსტი განვიხილავთ, ფაქტობრივად ამ სისტემამ მიიყვანა ეს ადამიანები იქამდე, რომ ჩაადენინა აქტი, რომელსაც შეიძლება ტერორისტული უწოდო".


კითხვაზე შეეძლო თუ არა ედუარდ შევარდნაძეს  სისტემისთვის  ამ ადამიანების სიცოცხლე გამოეგლიჯა, გელა ჩარკვიანი თქმით, არ შეეძლო, რადგან მოსკოვი ასეთ პრეცედენტს არ დაუშვებდა.


„მე მაინც მგონია რომ არ შეეძლო... ალბათ ეს ედუარდ შევარდნაძეს არ შეეძლო, რადგან კრემლი არასდროს არ დაუშვებდა ასეთ პრეცედენტს. მიმაჩნია, რომ ალბათ შეუძლებელი იყო მათი გადარჩენა, იმიტომ რომ, ეს იყო პირდაპირ მითითება მოსკოვიდან" - განაცხადა ჩარკვიანმა.


 

big_banner
არქივი