რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა „სარკესთან" ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ორი ფილმის სცენარი უკვე აქვს, რომლის მიხედვითაც გადაიღებს ფილმებს.
„იმის გამო, რომ ბევრი მივლინება მქონდა საზღვარგარეთ, ვერაფრით მოვიცალე. მაქვს ორი სცენარი, რომელთა გადასაღებად შინაგანად მზად ვარ, მაგრამ არის რაღაცები, რაც უნდა მოვაგვარო. ერთი კომედიაა, მეორე - ფსიქოლოგიური იქნება",- აღნიშნა ავთო ვარსიმაშვილმა.