logo_geo
მიხეილ ცაგარელი: კახი კალაძისთვის მომდევნო წელი კარგი წელიწადი იქნება
- +

21 ნოემბერი. 2017. 15:11



ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში პოლიტიკური პროგნოზი გააკეთა და პოლიტიკოსების ზოდიაქოებზე დაყრდნობით, 2018 წელს მათ წარმატება-წარუმატებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ცაგარელმა აღნიშნა, თბილისის მერს კახა კალაძეს კარგი წელიწადი ელოდება.


„თბილისის მერისთვის კახი კალაძისთვის მომდევნო წელი კარგი წელიწადი იქნება. აქვს შესაძლებლობები, დავით ნარმანიაზე უკეთესი მერი იყოს, თუ კონკრეტული სირთულეების შემთხვევაში ბოლომდე პრინციპული იქნება. მისი წინამორბედიც თევზები იყო, მაგრამ პრინციპულობა არ ეყო. თევზები ამ მხრივ ცოტა რბილია. კახი მაინც სპორტსმენია, გამობრძმედილია ბრძოლებში და იმედი მაქვს, ნარმანიაზე უკეთეს შედეგს დადებს", - განაცხადა ცაგარელმა.







 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი