logo_geo
ნოდიკო ტატიშვილი: მარიამს არავის გამო არ მივატოვებ
- +

21 ნოემბერი. 2017. 15:56


 

მას შემდეგ, რაც ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის კლიპი ვნახეთ, აქტუალური გახდა კითხვა, შეყვარებულია თუ არა ნოდიკო ტატიშვილი. კლიპში მომღერლის ორი სასიყვარულო ამბავი ვითარდება. ნოდიკო სასტუმრო „როიალ ბატონში" მსახიობ მარიამ გერლიანთან ერთად ჩადის. იქ შეხვდება ყოფილ შეყვარებულს, რომლის როლს სალომე ბაკურაძე თამაშობს. მოგონებები, გრძნობები მძლავრობს და წყვილი ისევ ერთად რჩება. ფერადი და ემოციური კადრები კინოთეატრ „ამირანში" შეკრებილმა მაყურებელმა იხილა. არის თუ არა რეალურად შეყვარებული ნოდიკო ტატიშვილი, ამის შესახებ მომღერალმა „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა.

 

 

„დღევანდელი დახურული ჩვენება ეძღვნებოდა ჩვენს კოლეგებს, მუსიკოსებს, ჟურნალისტებს, ვისი აზრიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ გამოხმაურება კარგია. მადლობა სალომეს მეგობრობისთვის, კოლეგიალობისთვის.

 

მარიამს არავის გამო არ მივატოვებ. ამას გადაცემა „პროფილიდან" შეიტყობთ", - აცხადებს ნოდიკო ტატიშვილი.

 

 







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი