logo_geo
„ჯობია, ცოცხალი იყო მანამ, სანამ ცოცხლობ...“
- +

21 ნოემბერი. 2017. 17:10



„მეფე" 19 ნოემბერს 56 წლის გახდებოდა. მომღერალმა 2000 წელს „სარკესთან" ისაუბრა. კითხვას, აქვს თუ არა რეაქცია მასზე გამოთქმული აზრის მიმართ, ირაკლი ჩარკვიანმა ასე უპასუხა:

„საერთოდ ნორმალური პროცესია, როცა რეაქცია ხდება, ყოველთვის პოზიტიურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი ხარ, ე.ი. შენ არ მოკვდი. ჯობია, ცოცხალი იყო მანამ, სანამ ცოცხლობ. არიან ისეთები, ვინც ცოცხლობენ, მაგრამ მკვდრები არიან..." - ამბობდა ირაკლი ჩარკვიანი.

„მეფის" თქმით, ყველა ადამიანში არსებობს რაღაც დადებითი, რითიც შეიძლება მასში სიკეთე გააღვივო.

„ყველა ადამიანში არის რაღაც პოზიტიური, რომელიც შეიძლება გააღვივო, მასში კარგი მარცვალი მოძებნო. ეს ერთგვარი სტიმულაციაა ადამიანისთვის. თუ შეძელი, მეორე ადამიანში გააღვივო მასში არსებული კეთილი საწყისი, რატომ უნდა გაბრაზდე? უბედურება ისაა, რომ ყველამ არ იცის, თუ რა კარგია თვითონ. ჩემი მიზანია, ადამიანს ვუთხრა, რომ ის კარგია. ეს ბოლო დროს უკეთ გამომდის", - აღნიშნა ირაკლი ჩარკვიანმა.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი