logo_geo
თურქი ვარსკვლავი: ჩაღათაი ულუსოი: ყველაზე მეტად კოცნის სცენის გადაღება მიჭირს...
- +

21 ნოემბერი. 2017. 17:19



თურქმა მოდელმა და მსახიობმა ჩაღათაი ულუსოიმ, რომელიც თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ქართველი მაყურებლის გული ძალიან მალე, სერიალ „გზაჯვარედინიდან", შემდეგ კი „ძმადან" დაიპყრო. „სარკემ" მსახიობის ჟურნალ „ელსთან" ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ჩაღათაი თავის კარიერაზე საუბრობს.

ჟურნალისტის შეკითხვას, მართალია თუ არა, რომ იგი რეჟისორებმა პოდიუმზე აღმოაჩინეს, როცა „თურქეთის საუკეთესო მოდელი" გახდა, მსახიობმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ეს სიმართლეა. კონკურსის დასრულების შემდეგ ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა. სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან გამიკვირდა. მეორე დღესვე გადმომიგზავნეს სერიალის სცენარი. პირველი ორი დღე გაოცებული ვიყავი, ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ტელევიზიით ვიცნობდი, ჩემ წინ იდგნენ.

ყველაზე მეტად კოცნის სცენის გადაღება მიჭირს, რადგან ძალიან უხერხული მომენტია, უამრავი ადამიანი გიყურებს", - აღნიშნა ჩაღათაი ულუსოიმ.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი