logo_geo
გელა ჩარკვიანი ირაკლიზე: ეს იყო ადამიანი, რომელსაც იოტისოდენა კონფორმიზმი არ ჰქონდა
- +

21 ნოემბერი. 2017. 17:36



2006 წელს „სარკეს" ირაკლი ჩარკვიანის მამა გელა ჩარკვიანი ესაუბრა და გარდაცვლილი შვილი გაიხსენა. მისი თქმით, ირაკლი განსხვავებული ადამიანი იყო, რაც მის შემოქმედებაშიც აისახებოდა.

„ეს იყო ადამიანი, რომელსაც იოტისოდენა კონფორმიზმი არ ჰქონდა. რასაც ფიქრობდა, ყველაფერს ისე აკეთებდა. ყოველთვის ვიღაც ჰყავდა განაწყენებული. ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო და ეს ბუნებრივია.

მძაფრი მგრძნობელობა ჰქონდა. სინაზე მის შემოქმედებაშიც აისახებოდა. ირაკლის აქვს ისეთი სიმღერები, რომლებიც მის უნაზეს და უფაქიზეს გრძნობებს გადმოსცემენ. მისი სინგლი „ხალხს" პირველად რომ მოვისმინე, ვიფიქრე, ეს ბიჭი დიდხანს აღარ იცოცხლებს-მეთქი და ცრემლები წამომივიდა. ეს გრძნობა მარტო მე კი არა, მის დასაც გაუჩნდა და მეუღლესაც, რომელიც თვითონაც მღერის იმ სიმღერაში. ყველა ვფიქრობდით, რომ მან დაწერა სიმღერა, რომელიც ადამიანის გარდაცვალების შემდეგ უნდა მოისმინო. იგრძნობოდა ტრაგიკული ლირიკა, სულ თავში მიტრიალებს ეს მუსიკა, გუშინაც ვუსმენდი.

სახე, ქცევის მოდელი, რომელიც მან შექმნა, რევოლუციური იყო. პირველად რეპი ქართულად მან გააკეთა. კვალს რომ მისდიოთ, ირაკლის მიადგებით", - ამბობდა გელა ჩარკვიანი.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი