logo_geo
სოსო შატბერაშვილი: „ნაცებს“ „სითი პარკთან“ კაბალური ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული
- +

21 ნოემბერი. 2017. 18:02


 

სოსო შატბერაშვილი: ვეთანხმები კახი კალაძეს - თბილისი წურბელა „სითი პარკისგან" უნდა გათავისუფლდეს!

 

„2014 წელს, დავით ნარმანიას მერად არჩევის შემდეგ, გაირკვა, რომ „ნაცებს" „სითი პარკთან" კაბალური ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, და მისი აქედან გაშვების შემთხვევაში 25 მილიონი ლარი იქნება გადასახდელი", - ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის" თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა. როგორც შატბერაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას კანონპროექტში ცვლილების საფუძველზე შეუძლია „სითი პარკისთვის" უფლებამოსილების შეზღუდვა.

 

„სწორედ მაშინ შევიტანეთ კანონპროექტი პარლამენტში, რომლის დედააზრი შემდეგში მდგომარეობს: პარლამენტმა უნდა შეიტანოს ცვლილებები კანონში და თბილისში თუ ბათუმში (იქაც „სითი პარკი" ძარცვავს ხალხს!) მძღოლების დაჯარიმებასა და სადგომებიდან მანქანების „საჯარიმოზე" გადაყვანის ექსკლუზიური უფლება მიენიჭოს საპატრულო პოლიციას! მორჩა და გათავდა!

 

თუ „სითი პარკს" ჯარიმებიდან შემოსული თანხა მოაკლდება, ის თვითონ გაიქცევა აქედან, რადგან ფულს ვეღარ გააკეთებს.

 

მე ვეთანხმები კახი კალაძეს - თბილისი წურბელა „სითი პარკისგან" უნდა გათავისუფლდეს!

 

ჰოდა, თუ ბატონ კახის ეს მართლა სურს, აგერ, ბატონო, გააცოცხლოს ჩვენი კანონპროექტი, მიაღებინოს თავის თანაგუნდელებს და საქმეც დასრულდება: „სითი პარკის" გასაპანღურებლად, 25 მილიონი კი არა, 25 თეთრიც არ დაგვეხარჯება!

 

ამას იმიტომ ვამბობ, რომ კახი კალაძე არა მხოლოდ დედაქალაქის მერია, არამედ „ქართული ოცნების" გენერალური მდივანიც და მას ძალიან ადვილად შეუძლია თავისი პარლამენტარი თანაგუნდელების მიმხრობა", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი