logo_geo
„ნაცსაქათმეში ამტყდარ ამ გნიასს ერთადერთი კონტექსტი და ქვეტექსტი აქვს...“
- +

21 ნოემბერი. 2017. 18:21


 

„კარგა ხანია, ნაცსაქათმეში არაფერს გამოუწვევია ისეთი კრიახი, როგორიც ახლა თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ინტერნეტ-სივრცეში სულიკო კედელაშვილის სახელით ცნობილ ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნას მოჰყვა", - ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი" სტატიას აქვეყნებს.

 

„დიახ, ატყდა, მაგრამ რა ატყდა!

 

აკაკანდნენ და აწივლდნენ ნაციონალური საქათმის კრუხები და ჭუჭულები:

 

- კალაძემ მერიის უსაფრთხოების სამსახური facebook-ზონდერ სულიკო კედელაშვილს ჩააბარაო!

 

- ეს ის სულიკო კედელაშვილია, რომელსაც „ნაცები" არ ვუყვარვართ და სოციალურ ქსელში წლების განმავლობაში გვაგინებდაო!

 

- სულიკო კედელაშვილი სიძულვილის ენით მოლაპარაკე ჰომოფობი და ქსენოფობიაო.

 

და მრავალი ამისთანა.

 

არ უნდა ბევრი ლარი და ხაზი, ნაცსაქათმეში ამტყდარ ამ გნიასს ერთადერთი კონტექსტი და ქვეტექსტი აქვს:

 

ვინც „ნაციონალურ მოძრაობას" ებრძოდა და აგინებდა, თურმე, საჯარო და სახელმწიფო სამსახურში არ უნდა გაჭაჭანდეს!

 

ვინც ქართველი კაცების გამაუპატიურებელ რეჟიმს უკანალს არ უქიცინებდა, იმას, თურმე, მუშაობის, არსებობისა და სუნთქვის უფლებაც არ აქვს!

 

ვინც სიძულვილით აღსავსე და სიძულვილის მთესველი სააკაშვილის ხროვას „სიყვარულის ენით" არ ეჟღურტულებოდა, იმის ადგილი, თურმე, თანამდებობაზე კი არა, საერთოდ, საზოგადოებაშიც არ არის!

 

ვისაც კაცის კაცზე „გათხოვება" და ქალის მიერ ქალის „ცოლად მოყვანა" არ ეპიტნავება, ის ყველგან გარიყული და დაბლოკილი უნდა იყოს!

 

დიახ, ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ერთ კონკრეტულ პიროვნებას - ნუგზარ ჭონქაძეს (სულიკო კედელაშვილს) კი არ ეხება, არამედ ნაცსაქათმის ბინადარნი იმას ცდილობენ, საქართველოში ზოგადი „სტანდარტი" დაამკვიდრონ, რომლის მიხედვითაც, გასაქანი არ უნდა მიეცეს არავის, ვისაც კი სააკაშვილის 9-წლიანი ბოროტების წინააღმდეგ უბრძოლია და ნაცრეჟიმის გადაძაღლებაში იოტისოდენა წვლილი მაინც შეუტანია.

 

ამიტომაც, კალაძეს თბილისის მერიაში თანამდებობაზე სულიკო კედელაშვილის მაგივრად ნებისმიერი სხვა ადამიანი რომ დაენიშნა, ვინც სულიკო კედელაშვილის მსგავსად „ნაცებს" რადიკალურად უპირისპირდებოდა, ნაცსაქათმეში ზუსტად ასეთი კაკანი და კრიახი ატყდებოდა", - წერს „ასავალ-დასავალი".










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი